ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის მიზნით დაწყებულ სკრინინგ-პროგრამაზე მიმართვიანობა შემცირებულია.
მაშინ, როდესაც პროგრამაში მიზნობრივი სეგმენტის 60% უნდა იყოს ჩართული, ახლა ეს მაჩვენებელი მხოლოდ 25%-ს აღწევს. მიზეზად კოვიდ-პანდემია სახელდება, რის გამოც ბოლო ორ წელში ბიუჯეტიდან დაფინანსებული კვლევებით პრაქტიკულად არავინ აღარ სარგებლობდა. და ეს მაშინ, როცა ადრეულ დიაგნოსტიკას სიმსივნური დაავადებებისგან განკურნების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.