მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები ამოქმედდა

დღეიდან ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო წამლების ნაწილი გაიაფდა.

საუბარია 800-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე, რომლისთვისაც ზღვრული, ანუ რეფერენტული ფასები დადგინდა. სავარაუდოდ, ახალი საფასო პოლიტიკის შედეგად ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატები საშუალოდ 40%-ით გაიაფდება. მომავალში ფასის მაქსიმალური ზღვარის დაწესება სხვა წამლებზეც იგეგმება. გეგმის თანახმად, სპეციალური ფორმულით გამოთვლილი ფასების ახალმა სისტემამ, რომელიც საქართველოს მსგავსი ქვეყნების გამოცდილებას ემყარება, წლის ბოლოსთვის მთელი ფარმაცევტული ბაზარი უნდა მოიცვას.

ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის მიღმა ექსპერტების ნაწილი გარკვეულ საფრთხეებს ხედავს.