კიბოს სკრინინგის დაბალი მაჩვენებელი

ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგ-პროგრამაზე მიმართვიანობა საკმაოდ დაბალია.

ამ ფაქტს აუდიტის ბოლო ანგარიშიც ადასტურებს. დოკუმენტის მიხედვით, წლიდან წლამდე პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეების რაოდენობა საკმარისი ტემპებით არ იზრდება, რაც თავის მხრივ დაავადებების გვიან ეტაპზე დიაგნოსტირებას იწვევს. ექიმები გამოსავალს მოქალაქეების ინფორმირების მიზნით შესაბამისი კამპანიის გააქტიურებაში და პროცესში ოჯახის ექიმების ჩართვაში ხედავენ.