კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა

ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის მაჩვენებელი მაინც დაბალ ნიშნულზე რჩება.

პრობლება განსაკუთრებით მწვავედ რეგიონებში დგას. მიმდინარე კვირას საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეულია. ცნობადობის ამაღლების და სკრინინგზე მიმართვის რაოდენობის გაზრდის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება იგეგმება. საინფორმაციო კამპანია არაერთ აქტივობას მოიცავს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ სკრინინგის პროგრამებით დედაქალაქში სამიზნე მოსახლეობის მხოლოდ 24%-ია მოცული, კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელია თბილისს გარეთ.