საქართველო დონორთა მსოფლიო ბანკს უერთდება

საქართველო ღეროვანი უჯრედების მსოფლიო ბაზას უერთდება.

შედეგად სისხლის ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს ღეროვანი უჯრედების დონორის მოძიების საშუალება 75 ქვეყანაში ექნებათ, პროცესს კი ორგანიზებას ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა გაუწევს. ძვლის ტვინის გადანერგვა, რომელიც ხშირ შემთხვევაში პაციენტის გადარჩენის ერთადერთი გზაა, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება. დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის თანხას თბილისის მერია გამოყოფს, რეგიონებში კი ონკოპაციენტებს ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს.