სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსი იქნება. თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ მოსალოდნელი არ არის ხანგრძლივი წვიმა, რამაც შესაძლოა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნას.
ტემპერატურა იკლებს დედაქალაქშიც. ნავარაუდევია ღრუბლიანობის მომატება და ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
სინოპტიკოსების განმარტებით, არამდგრადი ამინდები საქართველოში 21 აგვისტომდე გაგრძელდება. 2-3 დღის შემდეგ კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს.