მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

12:08, 05.01.2024

დღეს და ხვალ ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთში დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში კი ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, გზების მოყინვა და ზვავსაშიშროებაა. ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვაც. ნალექმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

მსგავსი