ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე დღის მეორე ნახევრიდან, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რაიონებში, წვიმას, სეტყვასა და ქარს ელოდებიან. სპეციალისტების განცხადებით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლოა წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. რაც შეეხება დედაქალაქს, დღის მეორე ნახევარში თბილისში შესაძლოა იწვიმოს, მაქსიმალური ტემპერატურა კი 34-36 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალ და ზეგ დროებით გამოიდარებს.