153 მილიონი დოლარი – ეს თანხაა, რომელსაც „სილქნეტი“ „ჯეოსელში“ გადაიხდის.
მსხვილ გარიგებაში შვიდი კომერციული ბანკიც მონაწილეობს. თანხის თითქმის ნახევარს TBC ბანკი გამოყოფს. „ჯეოსელის“ შესაძენად „სილქნეტი“ ტენდერში მონაწილეობდა. 7-თვიანი პროცესი ქართული კომპანიის გამარჯვებით დასრულდა.
მხარეები ამბობენ, რომ ახალი მოცემულობა ბაზარზე არსებულ კონკურენციას არ შეამცირებს.