მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტი

კომპანია „სილქნეტის“ 2 000-მდე მომხმარებლის პირადი მონაცემების გავრცელების ფაქტზე მოკვლევა უკვე დაწყებულია. კომპანიაში აცხადებენ, რომ სავარაუდო კომპიუტერულ ინციდენტთან დაკავშირებით, მჭიდროდ თანამშრომლობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსთან და უახლოეს პერიოდში, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გადაწყდება, როგორი იქნება შემდგომი სამართლებრივი რეაგირება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ მათ ფიზიკურმა პირმა აცნობა და დაწყებულია შესწავლა. მოკვლევა მიმდინარეობს მონაცემთა უსაფრთხოების ზომების დაცვასთან დაკავშირებით და ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ინციდენტის შეტყობინების ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, ინფორმაცია პირადი მონაცემების სავარაუდო გავრცელების შესახებ, ორი დღის წინ გავრცელდა.