მიმართვა „სილქნეტს“ და „მაგთიკომს“

მწვავე პროტესტის მიზეზი ხდება „სილქნეტის“ და „მაგთიკომის“ გადაწყვეტილება.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ორივე ოპერატორს მოუწოდებს, ტარიფების ზრდის გეგმა შეაჩერონ. სხვა შემთხვევაში კომისია მკაცრი რეაგირებით იმუქრება.

„მაგთიკომმა“ და „ჯეოსელის“ მფლობელმა „სილქნეტმა“ ინტერნეტის და მობილური სერვისების ტარიფების ზრდა დღეს ერთდროულად დააანონსა, მიზეზად კი გაუმჯობესებული მომსახურება დასახელდა. ამავე გეგმის მიხედვით, დაწესდება სააბონენტო გადასახადი მობილური აბონენტებისთვის.

ჯერ უცნობია, დაემორჩილებიან თუ არა მსხვილი ოპერატორები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მოწოდებას.