„სილქნეტმა“„ჯეოსელში“ 153 მილიონი $ გადაიხადა

153 მილიონი დოლარი – ეს თანხაა, რომელსაც „სილქნეტი“ „ჯეოსელში“ გადაიხდის.

მსხვილ გარიგებაში შვიდი კომერციული ბანკიც მონაწილეობს. თანხის თითქმის ნახევარს TBC ბანკი გამოყოფს. „ჯეოსელის“ შესაძენად „სილქნეტი“ ტენდერში მონაწილეობდა. 7-თვიანი პროცესი ქართული კომპანიის გამარჯვებით დასრულდა.

მხარეები ამბობენ, რომ ახალი მოცემულობა ბაზარზე არსებულ კონკურენციას არ შეამცირებს.