თავდასხმა TBC ბანკის ფილიალზე

ცოტა ხნის წინ თავდასხმა მოხდა TBC ბანკის საბურთალოს ფილიალზე. ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ფილიალში ნიღბიანი შეიარაღებული პირი შეიჭრა და თანხას ითხოვდა. ბანკის თანამშრომელმა განგაშის სიგნალი ჩართო. თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ მოახერხა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დამნაშავეს ამ წუთამდე ეძებენ. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.