შუალედური არჩევნები - სანდრა რულოვსის დარეგისტრირება

ზუგდიდის N 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მერობის კანდიდატად დღეს „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი, სანდრა რულოვსი დარეგისტრირდა.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მას ერთ-ერთი ზუგდიდელი ქალბატონი დაუპირისპირდა, – მისი თქმით, ზვიად გამსახურდიაზე რულოვსის მიერ გამოთქმული მოსაზრებების გამო.

დღევანდელი მდგომარეობით, ზუგდიდის მერობის კანდიდატად 9 პირია  დარეგისტრირებული, – მათ შორის, 6 სხვადასხვა პარტიიდან, 3 კი, საინიციტიავო ჯგუფის მიერ არის წარდგენილი.

მმართველ პარტიას კანდიდატი ჯერ არ დურეგისტრირებია. რეგისტრაციის  ვადა 19 აპრილამდეა.