პროტესტი ზუგდიდში

ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი სოლიდარობას უცხადებს თბილისში მიმდინარე სტუდენტურ საპროტესტო აქციებს.

ზუგდიდელმა სტუდენტებმა სადავო კანონის პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცება გააპროტესტეს, შემდეგ კი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ძეგლთან ფიცი დადეს, რომ ბოლომდე იბრძოლებენ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, გაერთიანებისთვის, დემოკრატიისათვის. მათ მოუწოდეს სხვა სტუდენტებს, მშობლებს, მეგობრებს შეუერთდნენ საპროტესტო აქციებს. სტუდენტების აქცია ქალაქის ცენტრალურ გამზირზე მარშით დასრულდა.