აქცია ზუგდიდში

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ზუგდიდში.

სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მთავარი ბულვარიდან დაიწყეს. მომიტინგეები სკანდირებენ – „გამოდი“. მათი თქმით, მსვლელობის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააგებინონ, რომ აუცილებელია ერთად დგომა რუსული კანონის წინააღმდეგ.

აქციები სადავო კანონის წინააღმდეგ ზუგდიდში ყოველდღე იმართება.