ქვათაცვენა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია, თუმცა საშიშ მონაკვეთებზე მძიმე ტექნიკა რჩება.

ცოტა ხნის წინ ჩამოიშალა ახალი კლდოვანი მასა, რამაც ქვათაცვენის საშიშროებას შექმნა, ამიტომ აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით აკრძალული იყო. ხაიშის მონაკვეთთან გუშინ გვიან ღამით დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოვიდა, რამაც გზა ჩახერგა. ავტომობილები რამდენიმე საათი ელოდებოდნენ მოძრაობის აღდგენას.   .