სააღდგომო ლიტურგია ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში

სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში.

წირვას საქართველოს ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი დაესწრო. მინისტრმა ადგილობრივებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. სადღესასწაულო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ აღავლინა.