შუალედური არჩევნები

ოზურგეთის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, შუალედურ არჩევნებში „თავისუფალი საქართველოდან“ მონაწილეობას მიიღებს მარიამ მაჩაბერიძე.

პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ კანდიდატი საზოგადოებას, „ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ წარუდგინა. ასევე, შეხვედრაზე პარტიის წარმომადგენლებმა პრიორიტეტები მიმოიხილეს და საარჩევნო გეგმები დასახეს.