კოალიცია „თავისუფალი საქართველოს“ განცხადება

„თავისუფალი საქართველო“ მედიას ობიექტური მუშაობისკენ მოუწოდებს. კახა კუკავას თქმით, კონკრეტული ტელეკომპანიები პარტიას ბოიკოტს უცხადებენ და მათ აქტივობებს არ აშუქებენ. მისივე განმარტებით, აღნიშნული დამოკიდებულება მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ხუთი ივლისის შემდეგ „თავისუფალმა საქართველომ“ თბილისში პრაიდის ჩატარებას მხარი არ დაუჭირა. კუკავა უახლოეს დღეებში ტელეკომპანიებთან აქციებს გეგმავს.