კახა კუკავას განცხადება

პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ კოალიცია „თავისუფალ საქართველოში“. კახა კუკავას განცხადებით, მათი პარტიის წევრებს კანდიდატურის მოხსნას სთხოვენ. როგორც კუკავა ამბობს, ცაგერის საკრებულოს სიის პირველ ნომერს, თეონა ჩუბინიძეს დამსაქმებელი კომპანიიდან დაუკავშირდნენ და პოლიტიკურ პროცესებიდან დისტანცირება მოსთხოვეს.