„თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო კამპანია

18:42, 25.10.2020

კამპანიას განაგრძობს პარტია „თავისუფალი საქართველოც“, რომლის ლიდერებიც ამჯერად ქობულეთში იმყოფებოდნენ. პოლიტიკოსები მეჩაიეებს შეხვდნენ. კახა კუკავას განცხადებით, ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ,  მრეწველობა უკიდურესად დააზარალა, რამაც უამრავი საწარმოს შეფერხება და საბოლოო ჯამში გაჩერებაც კი გამოიწვია. შეკრებილებს სიტყვით მიმართა პარტიის ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმაც.

მსგავსი