„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი დღეს ამომრჩევლებს ტაბახმელაში შეხვდა. კახა კუკავამ იაფი მედიკამენტების პროგრამაზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, უკვე სახალხო პროექტად იქცა. პარტიის ლიდერის განცხადებით, მათ არაერთი სხვა პროექტიც აქვს, მათ შორის მთავარი ამოცანაა, საბანკო მევახშეობის წინააღმდეგ ბრძოლაა.