შსს-ს გამომძიებლებმა დამატებითი გადამზადების კურსი გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე დამატებითი გადამზადების კურსი გაიარეს.

პირველ ეტაპზე, განგრძობითი სპეციალიზაციის ტრენინგისთვის გამომძიებლები იმ ქალაქებიდან და რაიონებიდან შეარჩიეს, სადაც არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

გადამზადების კურსი ორიენტირებული იყო როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფ, ასევე, დანაშაულის მსხვერპლ და მოწმე ბავშვებზე.

სწავლება მოიცავდა როგორც შიდა და საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებს, ასევე, ბავშვებთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს.