დღეს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. სამინისტროებმა კონკრეტული გეგმა უნდა წარადგინონ, რამაც ხელი უნდა შეუწყოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არსებული ხარვეზების გამოსწორებასა და სკოლებში ბავშვთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმების გაძლიერებას.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, ხელისუფლება არასრულწლოვნებთან დაკავშირებით, რეფორმების გატარებას გეგმავს. პრობლემების მოგვარების მიზნით, პრემიერმა დავალებები ერთი კვირის წინ გასცა.