კულტურის სფეროში მოქმედი გიდები გადამზადების კურსს გადიან

კულტურის სფეროში მოქმედი გიდები გადამზადების კურსს გადიან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 12 გიდს საერთაშორისო ტრენერები ამზადებენ.

სწავლების პირველი ეტაპი თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას მოიცავს. ტრენინგი წინასწარ შერჩეულ მუზეუმებში, ძველი თბილისის საფეხმავლო და სატრანსპორტო მარშრუტებზე გაიმართება.

მეორე ეტაპზე გიდებს ზეპირი და წერითი ტესტირება ჩაუტარდებათ და გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის აკრედიტაციას გაივლიან.

ტრენინგის მონაწილეებს ეროვნულ მუზეუმში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა.