შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ხელისუფლებას გადაადგილების კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებას სთხოვენ.
მთავარ პრობლემებს შორის სახელდება შენობების შიდა სივრცეებში პანდუსების არ არსებობა და ხმოვანი შუქნიშნების გაუმართავი მუშაობა. შშმ პირების თქმით, პრობლემა არა მხოლოდ უშუალოდ მათ, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც ეხება. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში არიან შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების მშობლები, რომლებსაც არასათანადოდ ადაპტირებული გარემო შვილებზე სრულფასოვნად ზრუნვის საშუალებას არ აძლევს.