„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი

პარლამენტს, შესაძლოა, ცოტა ხნის წინ მიღებული კანონის გადახედვა მოუხდეს.

შრომის უსაფრთხოების ახალ კანონს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აკრიტიკებს. ბრიუსელიდან გამოგზავნილ წერილში შენიშვნები, ძირითადად, კანონის ეფექტური აღსრულების მექანიზმს ეხება.

ანალოგიური პრეტენზია აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და პროფკავშირებს. განსაკუთრებით ტყიბულის ტრაგედიის შემდეგ, რომელიც ახალი კანონმდებლობის დამტკიცების შემდეგ მოხდა.

დოკუმენტით უკმაყოფილო მხარეები მმართველ გუნდს შრომის ინსპექტირების ეფექტური სისტემის შესაქმნელად კანონის კიდევ უფრო გამკაცრებას სთხოვენ.