ილია დარჩიაშვილის ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ბელგიაში, საქართველოს საელჩოში. სტუმრებს სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართა. ილია დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის და ასევე თქვა, რომ უკრაინელი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის და უფლებისთვის, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი, მუდამ აერთიანებდა ჩვენს ქვეყნებს. ღონისძიებას ევროკომისარი იოჰანეს ჰანიც ესწრებოდა, რომელმაც საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა.