ბაქრაძის ვიზიტი ბრიუსელში

ბრიუსელში დავით ბაქრაძის სამუშაო ვიზიტი დასრულდა.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების საკითხი ევროპარლამენტარ ურმას პაეტთან და ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან განიხილა. მათი განცხადებით, ქართველების ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ევროპაში რეალური გახდება და ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვისაც.

დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ამ იდეის განხორციელება ნიშნავს ლეგალურ სტატუსს, კანონიერ მუშაობას და მეტ ხელფასს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.