იოჰანეს ჰანი თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება

თბილისში ორდღიანი ვიზიტით იოჰანეს ჰანი იმყოფება. ამ წუთებში ევროკომისარი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპულ სკოლაში სტუდენტებს ხვდება. ხვალ კი, ამავე სკოლის ოფიციალური გახსნაა დაგეგმილი. ეს არის პირველი დაწესებულება, რომელიც ევროკავშირის ფარგლებს გარეთ დაფუძნდა. სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საერთაშორისოდ აღიარებული ევროპული ხარისხის პროგრამებს შესთავაზებენ. ევროკომისარი თბილისში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. საუბარი ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა აქტუალურ საკითხს შეეხება.