იოჰანეს ჰანის ვიზიტი

საქართველოში ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი ევროპული სკოლის მშენებლობა იწყება. ლისის ტბაზე შერჩეულ ტერიტორიაზე გამართულ პრეზენტაციას საპატიო სტუმარი ჰყავდა – ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, რომელმაც თავის დროზე სკოლის გახსნის იდეა ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორების“ ურთიერთობაში ახალ ეტაპად შეაფასა.

სასწავლო დაწესებულებაში ევროკავშირის ექვსივე პარტნიორი ქვეყნის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ინოვაციური სადიპლომო პროგრამით ისწავლიან, გაცემულ ბაკალავრიატის დიპლომებს კი საერთაშორისო აღიარება ექნება.

პოლიტიკოსებთან შეხვედრებზე იოჰანეს ჰანმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა. მათ შორის, მოახლოებულ არჩევნებზე და სასამართლო რეფორმაზე. ჰანი ხაზს უსვამს, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესი ევროკავშირის ქვეყნების ყურადღების ცენტრშია.