შრომის უსაფრთხოება საქართველოში

შრომის უსაფრთხოების საკითხზე იმსჯელეს დღეს თბილისში.

არასამთავრობო სექტორის, დამსაქმებლების, ბიზნესომბუდსმენისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალ კანონთან დაკავშირებით არსებული შენიშვნები და რეკომენდაციები განიხილეს.

მარტის დასაწყისში მიღებულ კანონზე მთავრობას ამ დრომდე არ დაუმტკიცებია იმ საწარმოების ჩამონათვალი, რომლებზეც გამკაცრებული რეგულაციები უნდა გავრცელდეს.

საუბარია მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოზე.