კონფერენცია შრომის უსაფრთხოების საკითხებზე

შრომის უსაფრთხოების კანონის აღსრულების მექანიზმების შემუშავებაზე იმსჯელეს დღეს გამართულ კონფერენციაზე.

დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ კანონის ეფექტურად აღსრულებისთვის, მნიშვნელოვანია კანონქვემდებარე აქტების სწორად შემუშავება, რაც დაინტერესებული მხარეების ჩართულობით უნდა მოხდეს. მათი განმარტებით, მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მომზადების კრიტერიუმების შემუშავება, რომ არ მოხდეს სუბიექტურად გადაწყვეტილების მიღება.

დისკუსიაში მონაწილეობა ბიზნესის, არასამთავრობო და საერთაშორისო  ორგანიზაციების, პროფკავშირების და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მიიღეს.