„შრომის უსაფრთხოება, ახალი რეალობა და გამოწვევები“ - თბილისში კონფერენცია გაიხსნა

შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, ახალი რეალობა და გამოწვევები, – ამ სახელწოდებით დედაქალაქში კონფერენცია მიმდინარეობს.

მიზანი, შრომის უსაფრთხოების კანონის აღსრულების ძირითადი კონცეფციების განსაზღვრა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზების მოგვარებაა.

მონაწილეები საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაზიარებულ გამოცდილებასაც განიხილავენ.

ინიციატივა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას ეკუთვნის და მონაწილეობას ჯანდაცვის და ეკონიმიკის სამინისტროები და ასევე, პროფკავშირები იღებენ.