შრომის ინსპექტორი მინდელის შახტის საქმეზე მოკვლევის პროცესში სამთო სპეციალისტების ჩართვას ითხოვს
შრომის ინსპექტორი მინდელის შახტის საქმეზე მოკვლევის პროცესში სამთო სპეციალისტების ჩართვას ითხოვს

სპეციალურმა ჯგუფმა მინდელის სახელობის შახტში უბედური შემთხვევის ადგილის მოკვლევა გამთენიისას დაასრულა.

ჯგუფის წევრები შახტში მომხდარი შემთხვევის ზუსტ მიზეზებზე ჯერ ვერ საუბრობენ.

„დასკვნის მოსამზადებლად კომპლექსური კვლევაა საჭირო. ჩვენ ველოდებით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას და მოკვლევის შედეგს, რომელსაც სამართალდამცავები აწარმოებენ. ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რომელსც მივიღებთ ცვლის უფროსისგან. გიორგი ნიქაბაძესთან გასაუბრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჯერ ვერ ხერხდება. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ შევქმნათ სურათი ფაქტის შესახებ” -განუცხადა პირველ არხს შრომის ინსპექტორმა ირაკლი იობიძემ.

იობიძე მოკვლევის პროცესში სამთო სპეციალისტების ჩართვას ითხოვს.

ჯგუფი, რომელიც უბედური შემთხვევის ადგილის მოკვლევას აწარმოებს, შრომის ინსპექტორებისგან, ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომლებისა და პროფკავშირების წარმომადგენლისგან არის დაკომპლექტებული.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.