საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიულმა კავშირმა, ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებს შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება გააცნეს. დოკუმენტის მიხედვით, ეროვნული მუზეუმი 600 ლარით დაჯარიმდა. მიზეზი, ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობის მხრიდან მედიაციის პროცესში არმონაწილეობა დასახელდა.