ქრისტიანული საგანძურის დარბაზი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

ახალი სივრცე ეროვნულ მუზეუმში.

დღეიდან დამთვალიერებელს ქრისტიანული საგანძურის დარბაზის დათვალიერება შეუძლია. გამოფენაზე ქართული ჭედური ხელოვნების უნიკალური ნიმუშებია წარმოდგენილი. მათ შორისაა ანჩის მაცხოვრის და ხახულის ღვთისმშობლის კარედი ხატები, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, წილკნის ღვთისმშობლის ხატი ბედიის ბარძიმი. დამთვალიერებელი ნახავს ქართული ოქრომჭედლობის, ტიხრული მინანქრის და ხატწერის იშვიათ ნამუშევრებს და რიტუალური დანიშნულების საეკლესიო ნივთებს.