შოთა ხაბარელი: სპორტსმენების არგუმენტები არის იმის საფუძველი, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გადადგეს
პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შოთა ხაბარელის განცხადებით, ქართველი ძიუდოისტების საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს, რადგან სექტემბერში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ლიცენზიებია მოსაპოვებელი. როგორც ჟურნალისტებს ხაბარელმა განუცხადა, სპორტსმენებს დავით ქევხიშვილის გადადგომასთან დაკავშირებით მყარი არგუმენტები აქვთ. მისი თქმით, ფედერაციის პრეზიდენტმა მიზანმიმართული შეცდომა დაუშვა, როცა წარმატებული და ევროპაში აღიარებული მწვრთნელები გაუშვა და მათ ნაცვლად, თავისი მეგობრები მიიყვანა. ამასთან, ხაბარელმა სიცრუე უწოდა დავით ქევხიშვილის ბრალდებას, რომლის თანახმად, სპორტსმენებს ხაბარელი მართავს.