ძიუდოისტების პროტესტი

პროტესტის მეორე დღე.

ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ და ვარჯიშების ნაცვლად აქციებს მართავენ. პარალელურად, მსოფლიო ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიების მოპოვების ვადა ახლოვდება.

დაპირისპირებული მხარეები შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ. პრობლემების მოგვარების პირობას დებს ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილე, თუმცა სპორტსმენები უპირობო მოთხოვნად დავით ქევხიშვილის გადადგომას აყენებენ.