დაპირისპირება ძიუდოს ფედერაციაში

ვნებათაღელვა გრძელდება ძიუდოს ფედერაციაშიც.

პრეზიდენტის კაბინეტი დილიდან ბლოკირებულია. არასწორი მენეჯმენტის არგუმენტით დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნა დღის წესრიგში რჩება. ნაკრების წევრების პროტესტს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, შოთა ხაბარელიც უერთდება. ქევხიშვილი დუმს, ფედერაციაში არსებული პრობლემების შესასწავლად შექმნილ სამუშაო კომისიას კი კონკრეტული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია, რის გამოც სპორტსმენები უნდობლობას უცხადებენ.