მაცხოვრის შობის სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდა ბეთლემში, სადაც, გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტე იშვა.
მორწმუნეები ქრისტეშობის ტაძარში შეიკრიბნენ. ლიტურგია იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, თეოფილე მესამემ ჩაატარა.
ათასობით მორწმუნესთან ერთად ეკლესიაში იმყოფებოდა პალესტინის ავტონომიის მთავრობის მეთაური.
დღესასწაულს ზეიმობენ ქრისტიანი კოპტები. ღვთმსახურება ეგვიპტის დედაქალაქში ახალაშენებულ ტაძარში, კოპტური ეკლესიის პატრიარქმა აღავლინა.
ლიტურგიას ესწრებოდა ეგვიპტის პრეზიდენტი, რომელსაც მორწმუნეები ოვაციებით დახვდნენ. საშობაო ლიტურგია აღავლინეს რუსეთში მოქმედ ეკლესია მონასტრებში.
ათასობით მართლმადიდებელი მორწმუნე მივიდა მოსკოვში მაცხოვრის ტაძარში. შობა იზეიმეს სერბეთში. ათასობით მორწმუნე წმინდა საბას ტაძარში შეიკრიბა.