შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ზეიმობს სომეხთა სამოციქულო ეკლესია. ის ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც ქრისტესშობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს. წირვა დილიდან სუბ გევორქის საკათედრო ტაძარში აღევლინა. მრევლმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თანამემამულეებს დღესასწაულები მიულოცა. წირვის დასრულების შემდეგ, წყალი აკურთხეს. მსახურებას საქართველოს პრეზიდენტი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანიც დაესწრო.