საშობაო წირვა ჩატარდა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში. სადღესასწაულო წირვა ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აღავლინა. ტაძარში მხოლოდ მრევლის ნაწილი იმყოფებოდა. ეპარქიამ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მრევლს რეკომენდაციების დაცვისკენ ერთი დღით ადრე მოუწოდა.