შობა ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში

12:20, 07.01.2021

საშობაო წირვა ჩატარდა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში. სადღესასწაულო წირვა ბათუმ-ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ აღავლინა. ტაძარში მხოლოდ მრევლის ნაწილი იმყოფებოდა. ეპარქიამ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მრევლს რეკომენდაციების დაცვისკენ ერთი დღით ადრე მოუწოდა.

მსგავსი