შეზღუდვების შემსუბუქება და ბიზნესის ხელშეწყობა ეპიდვითარების გათვალისწინებით. ხვალიდან, 5 მაისიდან, იუსტიციის სახლებში სერვისების მიღება წინასწარი შეთანხმებით, ონლაინ-ჯავშნით იქნება შესაძლებელი. მუშაობას სრული დატვირთვით იწყებენ სამშენებლო კომპანიები, ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა, იხსნება ბათუმი და ქუთაისი, დროებით ჩაკეტილი რჩება თბილისი და რუსთავი. სუბსიდირებული თანხით ისარგებლებენ საშემოსავლო გადასახადის გადამხდელები.
ამ საკითხებზე განცხადებები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთდა. მინისტრთა კაბინეტის ამ ფორმატით შეხვედრები დღეიდან განახლდა.
რა ტიპის შეზღუდვები იხსნება 5 მაისიდან – პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე