უამინდობის გამო ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. თოვისა და ძლიერი ყინვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, ყველა მაგისტრალზე მოძრაობა შესაძლებელია, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში, დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვები ძირითადად მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ტრანსპორტზეა დაწესებული.
გენო ოსიყმაშვილი მოგვაწვდის დეტალურ ინფორმაციას.