შეზღუდვები მოქმედებს საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთებზე. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: გუდაური-კობის, ჩუმათელეთი-ხუნევის, ალპანა-ცაგერის, ასევე გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთებზე. გარდა ამისა, დიდთოვლობის მიზეზით ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინტენსიური თოვის გამო, ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე და საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე. ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.