ინტენსიური თოვის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-ლარსის მონაკვეთზე კვლავ ზვავსაშიშროებაა. მოძრაობა შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის. რაც შეეხება გუდაურისკენ მიმავალ გზას, მასზე მოძრაობა ნაწილობრივ გახსნილია და საპატრულო პოლიციის მეთვალყურეობით ხორციელდება. შეფერხებების გამო დილის განმავლობაში უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ გზაზე გაჩერებული ავტომობილების მძღოლები და მგზავრები. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ.
გურამ როგავა მუშაობს რეგიონში.