დიდთოვლობა საქართველოს რეგიონებში

ცალკეულ რეგიონებში ისევ უხვი ნალექია. თოვლის გამო თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. თელავი- გომბორი-ვაზიანის გზაზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ ზამთრის საბურავებით. მცირედი შეზღუდვებია მუნიციპალიტეტებს შორის დამაკავშირებელ გზებზეც. უხვი ნალექისა და ყინვის გამო, რიგ მონაკვეთებზე ლიპყინულია. საგზაო სამმართველო უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, გზებზე ინტენსიურად იყრება ქვიშა-მარილი